მცხეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორი აცხადებს, რომ გრიპის ვირუსით დაავადებული პაციენტების მიმართვიანობა შემცირებულია
მცხეთის სამედიცინო ცენტრში მწვავე რესპირატორული დაავადებით 25 პაციენტი მკურნალობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მცხეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა დავით ლოლაძემ განუცხადა.
მისი თქმით, პაციენტთა მიმართვიანობა შემცირებულია. როგორც ლოლაძემ აღნიშნა, მცხეთის სამედიცინო ცენტრში მწვავე რესპირატორული დაავადებით გუშინ ექვსი პაციენტი შემოიყვანეს. ლოლაძის განცხადებით, H1N1-ის არც ერთი დადასტურებული შემთხვევა არ ყოფილა.
„ჩვენი კლინიკა სრული დატვირთვით მუშაობს. შეზღუდა ეხება მხოლოდ პაციენტის თავმდგმურს, მნახველს და კლინიკაში რიგითი მოქალაქეების გადაადგილებას, რათა არ მოხდეს ინფექციის გავრცელება. პაციენტთა მომართვიანობა შემცირებულია. გუშინ მცხეთის სამედიცინო ცენტრში მწვავე რესპირატორული დაავადებით ექვსი პაციენტი შემოვიდა, აქედან დადასტურდა ოთხი პნევმონია . არც ერთი დადასტურებული H1N1 არ არის, თუმცა არსებული მდომარეობიდან გამომდინარე, ყველა რესპირატორულ დაავადებას უნდა შევხედოთ ისე, როგორც დადასტურებულს და ვუმკურნალოთ შესაბამისი სქემით“, – განაცხადა დავით ლოლაძემ.
ამასთან, მცხეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორი დავით ლოლაძე მიესალმება მთავრობის ინიციატივას, რომ მედიკამენტი „ტამიფლუ“, ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე, ყველა მოქალაქეზე უფასოდ გაიცეს.
პრემიერის გადაწყვეტილებით, მედიკამენტ „ტამიფლუს“, ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე, ყველა მოქალაქე უფასოდ მიიღებს.