მცხეთის რაიონულ სასამართლოსთან შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული არასრულწლოვნების ახლობლები აქციას მართავენ
მცხეთის რაიონულ სასამართლოსთან შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებული არასრულწლოვნების ახლობლები არიან შეკრებილი. ისინი შენობასთან ტრანსფარანტებით მივიდნენ.
როგორც აცხადებენ, მოსამართლე ბიძინა სტურუამ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე მიკერძოებული გადაწყვეტილება მიიღო.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე განაჩენი 9 მარტს გამოაცხადა და საქმეზე ბრალდებული ხუთივე პირი დამნაშავედ ცნო.
საქმის განმხილველი მოსამართლის, ბიძინა სტურუას გადაწყვეტილებით, არჩილ გაგნიძეს, ვახტანგ ჩიქოვანსა და ნიკოლოზ რევაზიშვილს 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ორი არასრულწლოვნის, ა.ქ.-სა და ზ.ხ-ს მიმართ კი სასჯელის ზომას მოსამართლე სწორედ დღეს განსაზღვრავს.