პროკურორი - მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ გიორგი შაქარაშვილი ნამდვილად მოკლეს, მას ნაპირამდე ჩაყვნენ და მდინარეში გადააგდეს
პროკურორი - მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ გიორგი შაქარაშვილი ნამდვილად მოკლეს, მას ნაპირამდე ჩაყვნენ და მდინარეში გადააგდეს

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში არსებითი განხილვის პირველი სხდომა მიმდინარეობს.

პროკურორ დავით ყაზარაშვილის განცხადებით, ბრალდების მხარე შესავალ სიტყვაში ყურადღებას გაამახვილებს საკუთარ მტკიცებულებებზე.

მისივე თქმით, მოწმეთა ჩვენებით დასტურდება, რომ შაქარაშვილი მოკლეს.

„დღეს არსებითი განხილვა იწყება. რაც შეეხება მტკიცებულებებს, ბრალდების მხარე გამოიკვლევს მოწმეთა ჩვენებებს, რითაც დასტურდება, რომ შაქარაშვილი ნამდვილად მოკლეს. კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ბრალდებულები მისდევდნენ გიორგის და სხვა პირებს, „ქამრი“ 13 წუთი იყო იქ და საკმარისი დრო ჰქონდათ, განეხორციელებინათ მკვლელობა.

არიან მოწმეები და დასტურდება, რომ ის მოკლეს. არსებობს ექსპერტიზის დასკვნა მრავლობით დაზიანებებზე, შემდეგ წყალში დახრჩობით არის გარდაცვლილი. მივდივართ იქამდე, რომ ეს პირები ჩაყვნენ მდინარის ნაპირამდე და გადააგდეს მდინარეში. მათ შორისაა გურის ჩვენება და სხვა მოწმეების. მათ დაინახეს, რომ შაქარაშვილს მისდევდნენ“, – განაცხადა პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა პროცესის დაწყებამდე.

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში არსებითი განხილვის პირველი სხდომა იმართება. აღნიშნულ ეპიზოდზე ხუთი პირი გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაშია ბრალდებული.

დღევანდელ სხდომაზე მხარეები სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვით წარსდგებიან, რის შემდეგაც მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყება. დაცვის ხმარეს მიაჩნია, რომ საქმეში არ არის არანაირი მტკიცებულება, რაც ბრალდების პოზიციას დაადასტურებდა.