საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 29-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, ჟინვალთან ჩამოიშალა დიდი მოცულობის კლდოვანი მასა, რის გამოც ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.