მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 29-ე კმ-ზე, ჟინვალთან ჩამოიშალა დიდი მოცულობის კლდოვანი მასა, რის გამოც გზის ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

„აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის მხრიდან მობილიზებულია ყველა საჭირო მძიმე ტექნიკა.

ინტენსიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, რათა უმოკლეს დროში მოხდეს ყველა სახის ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობის აღდგენა“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.