მატეუშ მორავიეცკის განცხადებით, პოლონეთმა უარყო ევროკავშირის გეგმა არალეგალური მიგრანტების მიღების შესახებ
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავიეცკის განცხადებით, პოლონეთმა უარყო ევროკავშირის გეგმა არალეგალური მიგრანტების მიღების შესახებ.
ამის შესახებ მატეუშ მორავიეცკიმ ესპანეთის ქალაქ გრანადაში ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
„მიმდინარე წლის ივნისში, ისევ ბერლინის ბრძანებიT, ბრიუსელმა დაიწყო თავისი გეგმის განხორციელება პოლონელი ოპოზიციის ლიდერის, დონალდ ტუსკის პარტიის მხარდაჭერით, რაც გულისხმობს არალეგალური მიგრანტების მიღებას. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ქვეყანა უარს იტყვის მიგრანტების მიღებაზე, მათ დრაკონულ ჯარიმებს დაუწესებენ. გუშინ ვუთხარი რამდენიმე პრემიერ-მინისტრს და დღესაც ვიტყვი პლენარულ სხდომაზე, რომ პოლონეთი ამას საბოლოოდ უარყოფს, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა მორავიეცკიმ.
შეთანხმების თანახმად, ქვეყნებს, რომლებიც ბევრ მიგრანტს იღებენ, შეუძლიათ, დააჩქარონ თავშესაფრის პროცედურები და მოითხოვონ სწრაფი დახმარება ევროკავშირის სხვა ქვეყნებისგან, მათ შორისაა ფინანსური დახმარებაც. პოლონეთი უარს ამბობს ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან მიგრანტების მიღებაზე.