მატეუშ მორავიეცკი – პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლების მიმართ ქმედება გვიჩვენებს, რომ ძალები, რომლებიც თითქოს ზრუნავენ კანონის უზენაესობაზე, ყოველ ნაბიჯზე არღვევენ მას, ჩვენ არ დავუშვებთ დიქტატურას

19:54, 20.12.2023

კულტურის სამინისტროს არაკანონიერი ქმედება პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის, რადიოს და საინფორმაციო სააგენტო PAP-თან მიმართებაში გვიჩვენებს, რომ ძალები, რომლებიც თითქოს ზრუნავენ კანონის უზენაესობაზე, ყოველ ნაბიჯზე არღვევენ მას, – ამის შესახებ პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი სოციალურ ქსელში წერს.

„ისინი ჯერ მხოლოდ ერთი კვირაა, რაც მმართველობაში არიან. ჩვენ არ დავნებდებით. ჩვენ არ დავუშვებთ პოლონეთში დიქტატურის მშენებლობას“, – წერს მატეუშ მორავიეცკი.

პოლონეთის კულტურის სამინისტრომ პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის, რადიოსა და საინფორმაციო სააგენტოს, PAP-ის ხელმძღვანელობის დათხოვნის შესახებ განაცხადა. 

ამასთან, გაითიშა 24-საათიანი საინფორმაციო არხი TVP INFO, რომელსაც პოლონეთის ახალი პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის პარტია „სამოქალაქო პლატფორმა“ ყოფილი მმართველი პარტიის მხარდამჭერ პროპაგანდაში ადანაშაულებდა.

მსგავსი