მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელოს „განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება“ პრეზენტაცია გაიმართა
მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელოს „განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება“ პრეზენტაცია გაიმართა

მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელოს „განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება“ პრეზენტაცია გაიმართა.

სახელმძღვანელოში მასწავლებლები სწავლების პროცესის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს გაეცნობიან, როგორიცაა განმავითარებელი შეფასება და მისი კავშირი დიფერენცირებულ სწავლებასთან.

წიგნი საქართველოს ყველა საჯარო სკოლას უფასოდ გადაეცემა.

განმავითარებელი შეფასება გამოიყენება კონკრეტული თემის შესწავლისას. მისი მიზანია, დაადგინოს, რამდენად კარგად გაიგო და გაიაზრა მოსწავლემ ესა თუ ის საკითხი.

სახელმძღვანელოს ავტორები არიან ფსიქოლოგები და სასკოლო შეფასების სპეციალისტი მარიანა ხუნძაყიშვილი და განათლების ექსპერტი სარა ბივერი.

პროექტი ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს დაფინანსებით განხორციელდა.