მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებელთა მეხუთე ეროვნულ კონფერენციას მართავს.
„მდგრადი განვითარების მიზნები ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში“ – ამ სახელწოდების კონფერენციის მიზანი ორგანიზატორების ცნობით, მასწავლებელთა საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარება და მათი პოპულარიზაციაა. ღონისძიებაზე სწავლების საუკეთესო პრაქტიკას 44 მომხსენებელი წარადგენს. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ სხვადასხვა საფეხურისა და საგნის კერძო და საჯარო სკოლის პედაგოგები.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მსგავსს კონფერენციას უკვე მეხუთე წელია, ატარებს.