მასწავლებელთა მეხუთე ეროვნული კონფერენცია იმართება
მასწავლებელთა მეხუთე ეროვნული კონფერენცია იმართება

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებელთა მეხუთე ეროვნულ კონფერენციას მართავს.

კონფერენცია განათლების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა და განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა გახსნეს.

„მდგრადი განვითარების მიზნები ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში“ – ამ სახელწოდების კონფერენციის მიზანი ორგანიზატორების ცნობით, მასწავლებელთა საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარება და მათი პოპულარიზაციაა. ღონისძიებაზე სწავლების საუკეთესო პრაქტიკას 44 მომხსენებელი წარადგენს. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ სხვადასხვა საფეხურისა და საგნის კერძო და საჯარო სკოლის პედაგოგები.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მსგავსს კონფერენციას უკვე მეხუთე წელია, ატარებს.