ბიოლოგიის წამყვანი მასწავლებელი - ძალიან სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ დანამატს აღარ ექნება მატება და იქნება მასწავლებლის საბაზისო ხელფასი
ბიოლოგიის წამყვანი მასწავლებელი - ძალიან სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ დანამატს აღარ ექნება მატება და იქნება მასწავლებლის საბაზისო ხელფასი

ძალიან სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ დანამატს აღარ ექნება მატება და იქნება საბაზისო ხელფასი, – ამის შესახებ თბილისის 55-ე საჯარო სკოლის ბიოლოგიის წამყვანმა მასწავლებელმა, დირექტორის მოადგილემ, ნინო კოდუამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

„იმიტომ, რომ სტატუსს არ აქვს მნიშვნელობა, დღეს ვინც სკოლაში მუშაობს, ყველა ერთნაირად ვირჯებით ბავშვებისთვის და ყველაზე მთავარი ის არის, რომ მარტო სასკოლო პერიოდში არ მუშაობს მასწავლებელი. სკოლის შემდეგაც ძალიან ბევრი ვალდებულება და დავალებები მიგვყვება. დრო არ განისაზღვრება მარტო სკოლაში გაკვეთილის ჩატარებით და, რა თქმა უნდა, თუ იქნება ეს მასწავლებლისთვის ღირსეული ხელფასი, ნამდვილად არცერთ მასწავლებელს არ სიამოვნებს ორ სკოლაში სიარული და კიდევ მეტი ვალდებულებების აღება. დროთა განმავლობაში ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე შესაძლებლობების ამოწურვა და ყველა მასწავლებელი მომხრეა, თუ იქნება მათთვის ღირსეული, შესაბამისი ანაზღაურება, დაიხარჯებიან და დარჩებიან ერთ სკოლაში“, – განაცხადა კოდუამ.

მისი თქმით, თუ სკოლაშიც ისეთი პირობები იქნება, რომ მასწავლებლები შეძლებენ საგაკვეთილო პროცესის შემდეგ დარჩენას, კოლეგებთან აზრის გაზიარებას და ერთად დაგეგმვას, ეს იქნება იდეალური გარემო.

„ალბათ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ხელფასი ისეთი იყოს, მასწავლებელმა არ იჩქაროს სკოლის შემდეგ სხვადასხვა საქმიანობა, თუნდაც მოსწავლის მომზადება და ა.შ. ძალიან კარგი იქნება, სკოლა გავხადოთ მათთვის ყველანაირად მისაღები, რომ სკოლაში მეტი დრო გაატარონ კოლეგებთან თანამშრომლობით. ამით უფრო გაიზრდება როგორც სწავლის შედეგები, ასევე მასწავლებელთა თანამშრომლობაც“, – განაცხადა კოდუამ.