„მასტერშეფის“ მეშვიდე სეზონის გამარჯვებული თამარ ბექაური გახდა [ვიდეო]

საქართველოს პირველი არხის კულინარიული მეგაშოუს, „მასტერშეფის“ მეშვიდე სეზონის გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია. ქვეყნის საუკეთესო მზარეულის ტიტული თამარ ბექაურმა მოიპოვა.

გამარჯვებული დღევანდელ ფინალურ შოუში გამოვლინდა.

„მასტერშეფის“ ტიტულისთვის ასევე იბრძოდნენ მარიამ ბართია და სანდრა კორენევიჩი. „მასტერშეფის“ ისტორიაში პირველად, ფინალში სამი ქალი გავიდა.

ქართულ ტელესივრცეში ერთადერთი ლიცენზირებული საერთაშორისო კულინარიული მეგაშოუს – „მასტერშეფის“ მეშვიდე სეზონი საქართველოს პირველ არხზე 17 აპრილს დაიწყო.

მასტერშეფი