„მასტერშეფის“ მეორე სეზონის გამარჯვებული ნუცა სურგულაძე გახდა

საქართველოს პირველი არხის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუს, „მასტერშეფის“ მეორე სეზონის გამარჯვებული ნუცა სურგულაძე გახდა.

მასტერშეფის“ მეორე სეზონის გამარჯვებულის ვინაობა დაძაბულ ფინალში დღეს გაირკვა. შოუს ფინალში ერთმანეთს ნუცა სურგულაძე, დიმუ მენაბდე და გაგა ვარდანიძე ეჯიბრებოდნენ.

მსოფლიოში პოპულარული, რეიტინგული, ერთ-ერთი საუკეთესო გასართობი და შემოქმედებითი შოუს, „მასტერშეფის“ მეორე სეზონი 27 ოქტომბრიდან იყო საქართველოს პირველი არხის ეთერში.

ამასთან, შოუს პირველი სეზონის გამარჯვებული ია ძაგანია გახდა.

მასტერშეფი“ ყველაზე ცეცხლოვანი, დინამიკური კულინარიული გადაცემაა, რაც კი ოდესმე გინახავთ და აშშ-ში პოპულარული პროგრამების რეიტინგებში ყოველთვის საპატიო ადგილს იკავებს. მაყურებელი ამ შოუს არცერთ სეზონს არ ღალატობს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მზარეულები „მასტერშეფის“ ტიტულისთვის არა მხოლოდ იმ პრიზის გამო იბრძვიან, რაც ფინალურ ტურში ელოდებათ, არამედ სახელისა და დიდებისთვისაც, რასაც გამარჯვება მოუტანთ. ავსტრალიასა და აშშ-ში არსებობს მაგალითები, როცა გამარჯვებულებმა ბრწყინვალე კარიერა აიწყვეს და საკუთარი რესტორნებიც გახსნეს, რომელიც სტუმრების ნაკლებობას არასდროს განიცდის.

მასტერშეფი“ უმაღლეს სტანდარტს ითხოვს, რომელიც მოყვარულმა მზარეულმაც კი უნდა დააკმაყოფილოს. შესაბამისად, კონკურსის მიმდინარეობისას მონაწილე დღითი დღე ვითარდება, ახალ უნარებს იძენს და საკუთარ თავში კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აღმოაჩენს. „მასტერშეფი“ კი სწორედ ის ხდება, ვინც ყველა დაბრკოლებას გადალახავს, გაუძლებს ყველაზე კომპეტენტური ჟიურის კრიტიკას, მოამზადებს ვიზუალურად მიმზიდველ, გემრიელ კერძებს და საბოლოო ჯამში, აღიარებენ, როგორც პროფესიონალ მზარეულს.​

მასტერშეფი