„მასტერშეფის“ მეცხრე სეზონის გამარჯვებული ჯოზი გახდა [ვიდეო]

საქართველოს პირველი არხის კულინარიული მეგაშოუს, „მასტერშეფის“ მეცხრე სეზონის გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია. ქვეყნის საუკეთესო მზარეულის ტიტული ჯოზიმ მოიპოვა.

გამარჯვებული დღევანდელ ფინალურ შოუში გამოვლინდა.

„მასტერშეფის“ ტიტულისთვის ასევე იბრძოდნენ ეკატერინე ბერიძე და ვაჟა წულუკიძე.

ქართულ ტელესივრცეში ერთადერთი ლიცენზირებული საერთაშორისო კულინარიული მეგაშოუს – „მასტერშეფის“ მეცხრე სეზონი საქართველოს პირველ არხზე 5 მარტს დაიწყო.

მასტერშეფი