საქართველოს პირველი არხის კულინარიული მეგაშოუს, „მასტერშეფის“ მეათე სეზონის გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია. ქვეყნის საუკეთესო მზარეულის ტიტული სანდრო სამხარაძემ მოიპოვა.
გამარჯვებული დღევანდელ ფინალურ შოუში გამოვლინდა.
„მასტერშეფის“ ტიტულისთვის ასევე იბრძოდნენ თიკა ჯამბურია და დიეგო ბუტილიონე.
ქართულ ტელესივრცეში ერთადერთი ლიცენზირებული საერთაშორისო კულინარიული მეგაშოუს – „მასტერშეფის“ მეათე სეზონი საქართველოს პირველ არხზე 29 ოქტომბერს დაიწყო.