„მასტერშეფის“ მე-7 სეზონისთვის მონაწილეების შერჩევა გრძელდება
„მასტერშეფის“ მე-7 სეზონისთვის მონაწილეების შერჩევა გრძელდება

ერთადერთი ლიცენზირებული საერთაშორისო კულინარიული მეგაშოუს, „მასტერშეფის“ ახალი სეზონისთვის მონაწილეების შერჩევა გრძელდება.

თუ გსურს, გახდე დაუვიწყარი კულინარიული თავგადასავლის მონაწილე და შენ მიერ მომზადებული კერძები პროფესიონალმა შეფებმა შეაფასონ, აუცილებლად შეავსე ანკეტა.

სატელევიზიო რეიტინგების ლიდერი შოუს მე-6 სეზონი წინა სეზონებისგან მნიშვნელოვანი სიახლით გამოირჩეოდა – შეფების ოქროს სამეულს ერთ-ერთი საუკეთესო შეფი თეკუნა შემოუერთდა. გასული სეზონის გამარჯვებული კი რუსო დაუშვილი გახდა.

რა სიახლეები გელოდებათ შოუს მე-7 სეზონში, ამას ძალიან მალე გაიგებთ.