მასშტაბური დემონსტრაციების შემდეგ ალჟირის პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა
მასშტაბური დემონსტრაციების შემდეგ ალჟირის პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
როგორც ცნობილია, აბდელაზიზ ბუტეფლიკამ გადაწყვეტილების შესახებ ქვეყნის საკონსტიტუციო საბჭოს უკვე აცნობა.
82 წლის აბდელაზიზ ბუტეფლიკას ალჟირის პირველი პირის თანამდებობა 1999 წლის შემდეგ ჰქონდა დაკავებული. ცოტა ხნის წინ კი, პოსტზე მეხუთე ვადით კენჭისყრის გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა.
პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ ქვეყანაში მღელვარება გამოიწვია. მასშტაბური დემონსტრაციები აფრიკულ სახელმწიფოში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში იმართებოდა.
კონსტიტუციის თანახმად, ახლა პირველი პირის მოვალეობებს სამი თვის განმავლობაში სენატის სპიკერი შეითავსებს. ამ პერიოდში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნება.