მასობრივი ვაქცინაციის პროცესში წალკის მუნიციპალიტეტი ჩაერთო. წალკის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში მოქალაქეთა იმუნიზაცია პირველად გაიმართა და დღის განმავლობაში, 40-მდე ადგილობრივი აიცრა.
მსურველები სამედიცინო დაწესებულებებში წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აიცრებიან.
ქვემო ქართლის რეგიონში არსებულ კლინიკებში იმუნიზაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით – „სინოფარმი“, „სინოვაკი“, „ასტრაზენეკა” და „ფაიზერი“ კეთდება. ამ ეტაპისთვის კი, დაახლოებით 26 ათასამდე ადამიანია ვაქცინირებული.