მარტვილის რაიონში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა. კერძოდ, ცეცხლი გაუჩნდა ფოთლებსა და ეკალ-ბარდებს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლების – ნახუნაო, ნალეფსაო და აბედათის მიმდებარედ ფერდობებზე.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობასთან ერთად უკვე მოახერხეს ხანძრის კერის ლოკალიზება ნახუნაოში. ამჟამად ხანძრის ლოკალიზაციის სამუშაოები მიმდინარეობს აბედათსა და ნალეფსაიოში.
რაც შეეხება ბალდის მთის ფერდობებზე გუშინ გაჩენილ ხანძარს, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ხანძარი იქ უკვე ლოკალიზებულია. სამუშაოებს ართულებს ძლიერი ქარი.