მარტვილში, მამათა მონასტრის კელიაში ხანძარი ლოკალიზებულია.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, დაიწვა 200 კვადრატული მეტრის ფართობი.
უწყების ცნობით, ადგილზე მუშაობს ექვსი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.