მარტვილში, ბალდის მთის ფერდობზე ხანძრის 80 პროცენტი ლიკვიდირებულია
მარტვილში, ბალდის მთის ფერდობზე ხანძრის 80 პროცენტი ლიკვიდირებულია

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ბალდის მთის ფერდობზე ხანძრის 80 პროცენტი ლიკვიდირებულია.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, დავით ვერავამ განუცხადა.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 50 მეხანძრე-მაშველი და ასევე ადგილობრივი მოსახლეობა არის ჩართული. ხანძარი ამ დროისთვის ქვიბიის ფერდობისკენ ფიქსირდება, რაც დასახლებული ტერიტორიიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებითაა და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ამბობს, ცეცხლის სრული ლიკვიდაცია დღის ბოლოს იქნება შესაძლებელი.

ხანძარი მარტვილის რაიონში გუშინ საღამოს გაჩნდა. ცეცხლი ფოთლებსა და ეკალ-ბარდებს მოედო.