მარტვილის მუნიციპალიტეტში, ხის გადამამუშავებელ საამქროსა და ავეჯის ქარხანაში ხანძარია
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერში ხის გადამამუშავებელ საამქროსა და ავეჯის ქარხანაში ხანძარია.
ცეცხლის ჩაქრობას ათზე მეტი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცდილობს. ხანძრის ლიკვიდაცია ჯერ ვერ ხერხდება.
ადგილზე იმყოფება მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ალექსანდრე ხურცილავა. მისი თქმით, ეს არის უდიდესი დანაკლისი მთელი მუნიციპალიტეტისთვის. როგორც ხურცილავამ განაცხადა, საამქროსა და ქარხანაში 350-მდე ადამიანი იყო დასაქმებული.