მართლმადიდებელ ეკლესიას სოფელ მოხეში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი უსასყიდლოდ გადაეცა
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ მოხეში მდებარე 4926 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცა.
აღნიშნულის შესახებ მთავრობის განკარგულება დღეს, 12 აპრილს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.
ამ განკარგულების შესრულების მიზნით, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა.