მართლმადიდებელ ეკლესიას სოფელ მოხეში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი უსასყიდლოდ გადაეცა

19:41, 12.04.2018

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ მოხეში მდებარე 4926 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცა.

აღნიშნულის შესახებ მთავრობის განკარგულება დღეს, 12 აპრილს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.

ამ განკარგულების შესრულების მიზნით, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა.

მსგავსი