მარტინ შულცი კოალიციური მთავრობის შემადგენლობაში შესვლაზე უარს აცხადებს
გერმანიის “სოციალ-დემოკრატიული” პარტიის ლიდერი, მარტინ შულცი კოალიციური მთავრობის შემადგენლობაში შესვლაზე უარს აცხადებს. შულცი იმედოვნებს, რომ მისი გადაწყვეტილება პარტიის შიგნით საკადრო დებატებს დაასრულებს.
შულცი აღნიშნავს, რომ მისი პირადი ამბიციები პარტიის ინტერესებს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს. ცოტა ხნით ადრე, “სოციალ-დემოკრატების” ლიდერი აცხადებდა, რომ ახალ კოალიციურ მთავრობაში საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა სურდა. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების შესახებ განცხადება ოთხშაბათს, კანცლერმა ანგელა მერკელმა გააკეთა.