ანგელა მერკელმა და მარტინ შულცმა კოალიციური მთავრობის შეთანხმებას კვლავ ვერ მიაღწიეს
ანგელა მერკელმა და მარტინ შულცმა კოალიციური მთავრობის შეთანხმებას კვლავ ვერ მიაღწიეს

ანგელა მერკელმა და მარტინ შულცმა კოალიციური მთავრობის შეთანხმებას კვლავ ვერ მიაღწიეს. მერკელის „კონსერვატორებსა“ და შულცის „სოციალ-დემოკრატებს“ შორის კოალიციის შექმნის ბოლო ვადა 4 თებერვალს იყო გამოცხადებული. პარტიები ჯერ კიდევ ვერ თანხმდებიან შრომისა და ჯანდაცვის საკითხებზე.

პარტიის ლიდერების განცხადებით, მოლაპარაკებებში ბევრ საკითხზე პროგრესს მიაღწიეს და კონსულტაციები გრძელდება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2021 წლამდე სოციალურ საცხოვრებლებზე 2 მილიარდი ევრო დაიხარჯება, 12 მილიარდი ევრო მოხმარდება კავშირგაბმულობის ინტეგრალური ფართოზოლური ქსელის გაფართოებას, 33 მილიარდ ევროს კი მუნიციპალიტეტების სხვადასხვა პროექტისთვის, მათ შორის საბავშვო პროექტებისთვის გამოყოფენ.

არჩევნების ჩატარებიდან ოთხი თვის შემდეგ გერმანია მთავრობის ფორმირებას ვერ ახერხებს, რაც ევროკავშირის პარტნიორებსა და ინვესტორებს შეშფოთებას იწვევს.

დატოვე კომენტარი