გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი თანამდებობას ტოვებს
გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი თანამდებობას ტოვებს

გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი მარტინ შულცი აცხადებს, რომ თანამდებობის დატოვებას დაუყოვნებლივ გეგმავს, – ამის შესახებ გამოცემა Merkur წერს.

მათივე ცნობით, თავისი თანამდებობა მარტინ შულცმა ბუნდესტაგში ფრაქციის ლიდერს ანდრეა ნალესს უკვე შესთავაზა.

სამშაბათს პარტიის პრეზიდიუმმა სამომავლო გეგმების შესახებ შეხვედრა გამართა. მათი გადაწყვეტილებით, ნალესი დაუყოვნებლივ შეუდგება პარტიის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულებას.

ამავდროულად, გამოცემა Spiegel წერს, რომ შულცის ადგილს 22 აპრილის არჩევნებამდე ჰამბურგის პირველი ბურგომისტრი ოლაფ შოლცი დაიკავებს.

მანამდე მარტინ შულცმა განაცხადა, რომ გეგმავდა, პარტიის ხელმძღვანელობა ნალესისთვის გადაეცა, თავად კი მომავალ კოალიციურ მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი დაეკავებინა.

მოგვიანებით, შულცმა განაცხადა, რომ უარს ამბობდა კოალიციურ მთავრობაში შესვლაზე. ამის მიზეზად ის პარტიაში არსებული საკადრო დებატების მოგვარების აუცილებლობას ასახელებდა.