გერმანიის კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებები დასრულებულია
გერმანიის კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებები დასრულებულია

გერმანიის კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის პოზიციების გასაცნობად მიმდინარე ერთკვირიანი მოლაპარაკებები დასრულებულია.

მხარეები იმ მნიშვნელოვან საკითხებს ასაჯაროებენ, რაზეც შეთანხმება შეძლეს. საიმიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ყოველწლიურად ქვეყანა 220 ათასამდე ლტოლვილს მიიღებს, სადაც იგულისხმებიან ასევე ლტოლვილთა ოჯახების გაერთიანებისთვის თავშესაფრის მაძიებლები.

საგადასახადო პოლიტიკას რაც შეეხება, მხარეები შეთანხმდნენ, საგადასახადო განაკვეთი 42 პროცენტზე შეინარჩუნონ.

აღსანიშნავია, რომ სოციალ-დემოკრატებს ამ ნიშნულის 45 პროცენტამდე აწევა სურდათ. ეს და სხვა მიღწეული შეთანხმებები 28გვერდიან დოკუმენტშია წარმოდგენილი.

კონსულტაციებში მონაწილეობდნენ ანგელა მერკელის „ქრისტიან-დემოკრატიული პარტია“, მის მოკავშირე „ქრისტიან-სოციალისტებთან“ ერთად და მარტინ შულცის „სოციალ-დემოკრატიული პარტია“.

დაიწყება თუ არა კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის ფორმალური მოლაპარაკებები, ეს 21 იანვარს, „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ კონფერენციაზე გაირკვევა. პარტიის წევრებმა გადაწყვეტილებას კენჭი უნდა უყარონ​.

დატოვე კომენტარი