თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე, „აგროჰაბთან“ ავტოავარია მოხდა.
როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ავარიისას ექვსი ავტომობილი დაზიანდა.
როგორც პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
ავარიის გამო, აღმაშენებლის ხეივანში ავტომანქანების მოძრაობა შეფერხდა და საცობი წარმოიქმნა.