მარშალ გელოვანის გამზირზე ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა

09:49, 04.07.2018

თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე, „აგროჰაბთან“ ავტოავარია მოხდა.

როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ავარიისას ექვსი ავტომობილი დაზიანდა.

როგორც პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

ავარიის გამო, აღმაშენებლის ხეივანში ავტომანქანების მოძრაობა შეფერხდა და საცობი წარმოიქმნა.

 

მსგავსი