მაროკოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა.
ავარია ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ტაზას მახლობლად მოხდა.
არსებული ინფორმაციით, სამგზავრო ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. დაშავებულია ასევე 36 ადამიანი. ისინი ახლომდებარე ჰოსპიტალში გადაიყვანეს.