გარდაბანში, სოფელ თაზაქენდში საცხოვრებელი სახლი იწვის, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებულია სახნძრო-სამაშველო ჯგუფი, რომელიც ხანძრის ლოკალიზებაზე მუშაობს.