გარდაბანში, სოფელ თაზაქენდში საცხოვრებელი სახლი იწვის

17:38, 24.04.2018

გარდაბანში, სოფელ თაზაქენდში საცხოვრებელი სახლი იწვის, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებულია სახნძრო-სამაშველო ჯგუფი, რომელიც ხანძრის ლოკალიზებაზე მუშაობს.

 

 

მსგავსი