მარნეულის რაიონის სოფელ ქუთლიარის საჯარო სკოლაში ხანძარი გაჩნდა.
ცეცხლი სწავლის პროცესში გაჩნდა და სახანძროს მოსვლამდე პედაგოგებმა თავიანთი ძალებით შეძლეს ცეცხლის ლოკალიზება.
დამწვარია საკლასო ოთახის ჭერი.
ხანძრის შედეგად, არავინ დაშავებულა. საკლასო ოთახში ხანძრის გაჩენის მიზეზი შეშის ღუმელი გახდა.