მარნეულის „ჯეოჰოსპიტალსის“ ცხრა პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
მარნეულის „ჯეოჰოსპიტალსის“ ცხრა პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

მარნეულის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში „კოვიდ-19“-ზე გამოკვლეული ცხრა პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთ პაციენტს არ დაუდასტურდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკაში განუცხადეს.

ექიმების ინფორმაციით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას შემდეგ, რაც მკურნალობის კურსს დაასრულებენ, ისინი ბინაზე გაეწერებიან.