მარნეულში მკვლელობა მოხდა
მარნეულში მკვლელობა მოხდა

მარნეულში მკვლელობა მოხდა.

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, მკვლელობა დღეს საღამოს, ნიზამი განჯელის ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველების ცნობით, მეჩეთის მიმდებარედ ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლასროლი იარაღით მოკლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.