მარკოიშვილის „რეჯინამ“ ყაზანის „უნიქსი“ სტუმრად დაამარცხა და ჯგუფში გალიდერდა
საკალათბურთო „ევროთასზე“ წარმატებულ თამაშს განაგრძობს იტალიური „რეჯინა“. მანუჩარ მარკოიშვილის გუნდმა, მეორე ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, ფავორიტი, ყაზანის „უნიქსი“ მისსავე მოედანზე დაამარცხა.
თამაში უაღრესად დაძაბული და სინტერესო გამოდგა. ბოლო წამებზე, რეჯიო ემილიელებმა ორი ქულის სხვაობით, ანგარიშით, 71-69 გაიმარჯვეს.
აღნიშნულ წარმატებაში საკუთარი 12-ქულიანი წვლილი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა შეიტანა. მარკოიშვილმა 12 ქულასთან ერთად, ხუთი შედეგიანი გადაცემა და ორი მოხსნაც გააკეთა.
მარკოიშვილმა 29:44 წუთში ოთხიდან ორი სამქულიანი ხუთიდან ორი ორქულიანი და სამიდან ორი საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა.
სტუმართა შორის 16 ქულითა და ცხრა მოხსნით საუკეთესო ჯეიმს უაითი გახლდათ. ამადეო დელა ვალეს ანგარიშზე 13 ქულაა. ყაზანელთა რიგებში 15 ქულით ჯამარ სმიტი გამოირჩა.
ამ გამარჯვების შემდეგ, რეჯიო კალაბრიული კლუბი „ეიჩ“ ჯგუფის ლიდერი გახდა. „რეჯინას“ აქტივში ორი მოგება და ერთი მარცხია.
მომდევნო ტურში, მასიმილიანო მენეტის გუნდი უკვე საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს „უნიქსს“.