საკალათბურთო სუპერლიგა - „ტიტებმა“ „ბათუმთან“ მოიგო და მესამე პოზიციაზე აინაცვლა
საკალათბურთო სუპერლიგა - „ტიტებმა“ „ბათუმთან“ მოიგო და მესამე პოზიციაზე აინაცვლა

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგაში მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა „ტიტებმა“ გია კაზანჯიანის „ბათუმს“ უმასპინძლა. თბილისურმა კლუბმა თანაბარ ბრძოლაში ზღვისპირელები 99:87 დაამარცხა. ამ მოგებით „ტიტებს“ 4 წაგების წილ ამდენივე მოგება დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციაზე აინაცვლა. მეოთხეა „ბათუმი“.

„ტიტების“ სამივე ამერიკელმა კარგად ითამაშა, ბომბარდირი 21 ქულით ბირტსი გახდა, თალიმ 18 ქულას 8 პასი მიამატა, ხოლო აუგბორნსმა 18 ქულა და 13 მოხსნა გაიფორმა. მათ პერიმეტრიდან მხარი აუბა დავით ლომიძემ, რომელმაც 6-დან 4 სამქულიანი გამოიყენა და მატჩი 18 ქულით დაასრულა. „ტიტების“ ამჟამინდელმა და საქართველოს ნაკრების ყოფილმა უკანახაზელმა მაიკლ დიქსონმა ტრავმის გამო მატჩი გამოტოვა – კუნთი აქვს გაჭიმული.

მატჩის სნაიპერი „ბათუმის“ ცენტრი ვუიოვიჩი გახდა. მან 22 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.

დატოვე კომენტარი