მარკოიშვილის „რეჯინამ“ ევროთასის ნახევაფინალი მარცხით დაიწყო
მარკოიშვილის „რეჯინამ“ ევროთასის ნახევაფინალი მარცხით დაიწყო

რანგით მეორე ევროპულ საკლუბო საკალათბურთო ტურნირზე ნახევარფინალური ეტაპი დაიწყო. სერიის პირველი მატჩი ჩაატარეს რუსულმა „ლოკომოტივმა“ და იტალიურმა „რეჯინამ“.

კრასნოდარში ჩატარებული შეხვედრა მასპინძელთა აშკარა უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ, მათივე გამარჯვებით, ანგარიშით 82-65 დასრულდა.

მანუჩარ მარკოიშვილი სტუმართა გუნდის ძირითად ხუთეულში იყო. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 20:44 წუთში სამი ქულა და ექვსი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

რაჯიო კალაბრიელთა შორის ამერიკელები გამოირჩნენ. კრის რაითმა 14 ქულა მოიპოვა, ხოლო ჯალენ რეინოლდსის მონაგარმა 13 ქულა და ცხრა მოხსნა შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ იტალიურმა გუნდმა ლიდერის, ამადეო დელა ვალეს, გარეშე იასპარეზა, რომელსაც მცირე ტრავმა აქვს.

„ლოკომოტივის“ შემადგენლობაში საუკეთესო ბრაიან ქოული იყო, 16 ქულით. ამ წყვილის სერიის მეორე მატჩი 23 მარტს იტალიაში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ სერია ორ მოგებამდეა.