„რეჯინამ“ სანქტ-პეტერბურგში წააგო, მარკოიშვილმა 13 ქულა გააკეთა
„რეჯინამ“ სანქტ-პეტერბურგში წააგო, მარკოიშვილმა 13 ქულა გააკეთა

საკალათბურთო „ევროთასის“ მეოთხედფინალურ სერიაში „რეჯინას“ და „ზენიტს“ შორის საერთო ანგარიში გათანაბრდა. რუსეთში ჩატარებული მატჩი მასპინძელმა გუნდმა 91-77 მოიგო. რეჯიო კალაბრიელთა შემადგენლობაში ჯულიან რაიტთან ერთად ქულათა მაჩვენებლით (13) საუკეთესო მანუჩარ მარკოიშვილი გახლდათ. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 3-დან სამივე ორქულიანი ტყორცნა 7 დან 2 სამქულიანი და ერთი საჯარიმო გამოიყენა. 13 ქულასთან ერთად, მანუმ 5 პასი და 3 მოხსნაც მიითვალა აქტივში. შეხვედრის პირველი ტაიმი სტუმრებმა ოთხი ქულის სხვაობით მოიგეს. მორე ნახევარში კი სანქტ-პეტრებურგელები დომინირებდნენ და დარჩენილი 20 წუთიანი მონაკვეთი 18 ქულის სხვაობით მოიგეს. გამარჯვებულთა შორის: 22 ქულით და 8 მოხსნით ევგენი ვორონოვი გამოირჩა. რანგით მეორე ევროპული საკალათბურთო ტურნირის გადამწყვეტი მატჩი ამ გუნდებს შორის 14 მარტს იტალიაში შედგება. აღნიშნულ დაპირისპირებაში გამარჯვებული, ოთხთა ფინალის საგზურს მოიპოვებს.