მარკოიშვილი ორმაგი დუბლის ზღვარზე, „რეჯინამ“ სტუმრად მოიგო
მარკოიშვილი ორმაგი დუბლის ზღვარზე, „რეჯინამ“ სტუმრად მოიგო

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატში მე-17-ე ტური ორი მატჩით გაიხსნა. მანუჩარ მარკოიშვილის „რეჯინამ“ სტუმრად „პესარო“ დაამარცხა და სატურნირო ცხრილში მდგომარეობა კიდევ უფრო გამოისწორა. რაჯიო ემილიელებმა სერია „ა“-ს აუტსაიდერი 104-96 დაამარცხეს. ამ გამარჯვებაში საკუთარი სოლიდური წვლილი ქართველმა ლეგიონერმა შეიტანა.

მანუს ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 26 წუთში 13 ქულა, ცხრა მოხსნა და ორი შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა პირად აქტივში. მარკოიშვილმა ხუთიდან სამი სამქულიანი და ექვსიდან ორი ორქულიანი ტყორცნა გამოიყენა.

რეჯიო კალაბრიელთა შორის საუკეთესო მაჩვენებელი ჯულიან რაითს ჰქონდა. ამერიკელმა ლეგიონერმა 23 ქულა მოიპოვა. ამ მოგების შემდეგ, „რეჯინას“ აქტივში შვიდი მოგება და 10 მარცხია.

მასიმილიანო მენეტის გუნდი იტალიის ჩემპიონატში 11-ე ადგილზე იმყოფება. მომდევნო ტურში რეჯო ემილიური კლუბის მეტოქე „დინამო სასარი“ იქნება, რომელმაც დღეს „ტორინოს“ ანგარიშით 92-80 მოუგო.