მარკ რუტე - მოდით, დღეს საქართველოზე ბევრს ნუ ვისაუბრებთ, ბევრი სხვა საკითხია
მოვუწოდებთ საქართველოს, დაუბრუნდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.
როგორც მარკ რუტემ აღნიშნა, საქართველო ევროკავშირთან დაახლოების ამბიციებს უნდა დაუბრუნდეს.
„მოვუწოდებთ საქართველოს, დაუბრუნდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, მათ შორის, თავის ამბიციებს, რომ უფრო დაუახლოვდნენ ევროკავშირს, მაგრამ მოდით, დღეს საქართველოზე ბევრს ნუ ვისაუბრებთ, ძალიან ბევრი სხვა საკითხია“, – განაცხადა მარკ რუტემ.