მარკ რუტე – ახლახან მივულოცე დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა, მისი ხელმძღვანელობა კვლავ იქნება ჩვენი ალიანსის სიძლიერის შენარჩუნების გასაღები

12:23, 06.11.2024

ახლახან მივულოცე დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩევა. მისი ხელმძღვანელობა კვლავ იქნება ჩვენი ალიანსის სიძლიერის შენარჩუნების გასაღები, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ სოციალურ ქსელში დაწერა.

„მოუთმენლად ველოდები მასთან მუშაობას, რათა მშვიდობა ნატო-ს მეშვეობით გავაძლიეროთ“, – წერს მარკ რუტე.

წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.

მსგავსი