ჯეიმს სტავრიდისი – მოლაპარაკების მაგიდასთან მისაყვანად, ტრამპი ზეწოლას მოახდენს უკრაინასა და რუსეთზე, სამწუხაროდ, პუტინს დარჩება უკრაინის 20 პროცენტი, 80 პროცენტი იქნება დემოკრატიული და თავისუფალი უკრაინა

16:38, 10.11.2024

დონალდ ტრამპი ზეწოლას მოახდენს უკრაინასა და რუსეთზე მოლაპარაკების მაგიდასთან მათ მისაყვანად. სამწუხაროდ, პუტინს დარჩება უკრაინის 20 პროცენტი, 80 პროცენტი კი იქნება დემოკრატიული და თავისუფალი უკრაინა – ამის შესახებ ევროპაში ნატო-ს გაერთიანებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, ჯეიმს სტავრიდისმა „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ნატო-ს ყოფილი სახედრო მაღალჩინოსნის თქმით, შეთანხმება, სავარაუდოდ, კორეის სცენარის მსგავსად წარიმართება და შემდეგ, სამ-ხუთ წელწადში უკრაინას ნატო-ში მიიღებენ.

„ეს არ არის ყველაზე ცუდი შედეგი და ალბათ ასე დასრულდება უკრაინის კრიზისი“, – განაცხადა ჯეიმს სტავრიდისმა.

მსგავსი