ჯეიმს სტავრიდისი - მოლაპარაკების მაგიდასთან მისაყვანად, ტრამპი ზეწოლას მოახდენს უკრაინასა და რუსეთზე, სამწუხაროდ, პუტინს დარჩება უკრაინის 20 პროცენტი, 80 პროცენტი იქნება დემოკრატიული და თავისუფალი უკრაინა
დონალდ ტრამპი ზეწოლას მოახდენს უკრაინასა და რუსეთზე მოლაპარაკების მაგიდასთან მათ მისაყვანად. სამწუხაროდ, პუტინს დარჩება უკრაინის 20 პროცენტი, 80 პროცენტი კი იქნება დემოკრატიული და თავისუფალი უკრაინა – ამის შესახებ ევროპაში ნატო-ს გაერთიანებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, ჯეიმს სტავრიდისმა „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ნატო-ს ყოფილი სახედრო მაღალჩინოსნის თქმით, შეთანხმება, სავარაუდოდ, კორეის სცენარის მსგავსად წარიმართება და შემდეგ, სამ-ხუთ წელწადში უკრაინას ნატო-ში მიიღებენ.
„ეს არ არის ყველაზე ცუდი შედეგი და ალბათ ასე დასრულდება უკრაინის კრიზისი“, – განაცხადა ჯეიმს სტავრიდისმა.