მარკ რუტე - ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრისას გამოვხატე ნიდერლანდების უცვლელი მხარდაჭერა ორივე ქვეყნის, უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი
მარკ რუტე - ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრისას გამოვხატე ნიდერლანდების უცვლელი მხარდაჭერა ორივე ქვეყნის, უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი

ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან სატელეფონო საუბარს, სოციალურ ქსელ „ვიტერში“ ეხმაურება.

მარკ რუტეს თქმით, მან გამოხატა ნიდერლანდების უცვლელი მხარდაჭერა ორივე ქვეყნის, უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

„ახლახანს ვესაუბრე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ბოლო მოვლენების შესახებ უკრაინაში ომთან დაკავშირებით. გამოვხატე ნიდერლანდების უცვლელი მხარდაჭერა ორივე ქვეყნის, უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“, – აღნიშნავს ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი.