მარკ რუტე – ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრისას გამოვხატე ნიდერლანდების უცვლელი მხარდაჭერა ორივე ქვეყნის, უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი
epa08506676 Dutch Prime Minister Mark Rutte and Minister Hugo de Jonge of Health, Welfare and Sport (CDA) and sign interpreter Irma Sluis during the press conference after a consultation of the Ministerial Crisis Management Committee (MCCb) about the coronavirus, in The Hague, The Netherlands, 24 June 2020. EPA-EFE/BART MAAT
ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან სატელეფონო საუბარს, სოციალურ ქსელ „ვიტერში“ ეხმაურება.
მარკ რუტეს თქმით, მან გამოხატა ნიდერლანდების უცვლელი მხარდაჭერა ორივე ქვეყნის, უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
„ახლახანს ვესაუბრე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ბოლო მოვლენების შესახებ უკრაინაში ომთან დაკავშირებით. გამოვხატე ნიდერლანდების უცვლელი მხარდაჭერა ორივე ქვეყნის, უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“, – აღნიშნავს ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი.
📞: I just spoke to Georgian Prime Minister @GharibashviliGe about the latest developments regarding the war in Ukraine. I expressed the Netherlands’ undiminished support for the sovereignty and territorial integrity of both Ukraine and Georgia.
— Mark Rutte (@MinPres) March 16, 2022