მარკ რუტე - ევროკავშირი ზედმეტად დამოკიდებულია რუსულ ნავთობსა და გაზზე, ჩვენ თავი უნდა დავაღწიოთ ამ დამოკიდებულებას, მაგრამ ამის ხვალვე გაკეთება არ შეგვიძლია
მარკ რუტე - ევროკავშირი ზედმეტად დამოკიდებულია რუსულ ნავთობსა და გაზზე, ჩვენ თავი უნდა დავაღწიოთ ამ დამოკიდებულებას, მაგრამ ამის ხვალვე გაკეთება არ შეგვიძლია

ევროკავშირი ზედმეტად დამოკიდებულია რუსულ ნავთობსა და გაზზე, რომ ხვალვე ჩაეხსნან, – ამის შესახებ ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ ლიეტუვის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნებმა ამ დამოკიდებულებას რაც შეიძლება სწრაფად უნდა დააღწიონ თავი.

„ევროკავშირის ქვეყნები ენერგომომარაგების კუთხით, ჯერ კიდევ დიდწილად დამოკიდებული არიან რუსულ ნავთობზე, გაზზე და მოკლე დროში მარტივად გათიშვა არ შეუძლიათ. ევროპის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილში ძალიან ბევრი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ჯერ კიდევ მთლიანად დამოკიდებულია რუსულ ნავთობზე და კიდევ მეტად გაზზე. ჩვენ თავი უნდა დავაღწიოთ ამ დამოკიდებულებას. რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავაკეთოთ ეს, მაგრამ ხვალვე გაკეთება არ შეგვიძლია“, – განაცხადა რუტემ.