მარკ რუტე – ევროკავშირი ზედმეტად დამოკიდებულია რუსულ ნავთობსა და გაზზე, ჩვენ თავი უნდა დავაღწიოთ ამ დამოკიდებულებას, მაგრამ ამის ხვალვე გაკეთება არ შეგვიძლია
epa08506676 Dutch Prime Minister Mark Rutte and Minister Hugo de Jonge of Health, Welfare and Sport (CDA) and sign interpreter Irma Sluis during the press conference after a consultation of the Ministerial Crisis Management Committee (MCCb) about the coronavirus, in The Hague, The Netherlands, 24 June 2020. EPA-EFE/BART MAAT
ევროკავშირი ზედმეტად დამოკიდებულია რუსულ ნავთობსა და გაზზე, რომ ხვალვე ჩაეხსნან, – ამის შესახებ ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ ლიეტუვის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყნებმა ამ დამოკიდებულებას რაც შეიძლება სწრაფად უნდა დააღწიონ თავი.
„ევროკავშირის ქვეყნები ენერგომომარაგების კუთხით, ჯერ კიდევ დიდწილად დამოკიდებული არიან რუსულ ნავთობზე, გაზზე და მოკლე დროში მარტივად გათიშვა არ შეუძლიათ. ევროპის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილში ძალიან ბევრი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ჯერ კიდევ მთლიანად დამოკიდებულია რუსულ ნავთობზე და კიდევ მეტად გაზზე. ჩვენ თავი უნდა დავაღწიოთ ამ დამოკიდებულებას. რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავაკეთოთ ეს, მაგრამ ხვალვე გაკეთება არ შეგვიძლია“, – განაცხადა რუტემ.