მარკ რუტე – ჩრდილოეთ კორეა რუსეთის მხარდასაჭერად უკრაინაში ჯარებს თუ გაგზავნის, ეს მნიშვნელოვნად გაამწვავებს კონფლიქტს

12:52, 21.10.2024
epa08506676 Dutch Prime Minister Mark Rutte and Minister Hugo de Jonge of Health, Welfare and Sport (CDA) and sign interpreter Irma Sluis during the press conference after a consultation of the Ministerial Crisis Management Committee (MCCb) about the coronavirus, in The Hague, The Netherlands, 24 June 2020.  EPA-EFE/BART MAAT

ჩრდილოეთ კორეა რუსეთის მხარდასაჭერად უკრაინაში ჯარებს თუ გაგზავნის, ეს მნიშვნელოვნად გაამწვავებს კონფლიქტს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე სოციალურ ქსელში წერს.

გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა ამზადებს 10 000 ჯარისკაცს რუსეთის დასახმარებლად და ჩრდილოეთკორეელი ოფიცრები უკვე განლაგებულნი არიან რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე.

უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვი განაცხადებით კი, მათი ინფორმაციით, 1-ელი ნოემბრიდან 11 ათასამდე ჩრდილოეთკორეელი სამხედრო მზად იქნება უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად.

მსგავსი